შსს: ბახტრიონზე მომხდარი თავდასხმა გახსნილია

  15:22:28     28-10-2016

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, წუხელ ბახტრიონზე მომხდარი თავდასხმა გახსნილია.

"მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, შეიძლება უკვე ითქვას, რომ დანაშაული უკვე გახსნილია, მაგრამ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, მაგრამ კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ ოპერატიულად შეიძლება ითქვას, რომ ეს დანაშაული გახსნილია" - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.   

შეგახსენებთ, თავდასხმა 27 ოქტომბერს, გვიან ღამით, ბახტრიონის ქუჩაზე მოხდა. თავდასხმისას დაიჭრა ორი ახალგაზრდა. 19 და 24 წლის ძმები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა სტაბილურია.