
რჩევები, რომლებიც ვალის აღებისას უნდა გაითვალისწინოთ
17:46:14     26-10-2016
21-ე საუკუნის თანამედროვე ადამიანს უფრო და უფრო მეტი მოთხოვნილება რომ აქვს ვიდრე ადრე ჰქონდა, ამას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება. მოთხოვნილებების ზრდას პროდუქტის ფართო არჩევანიც განაპირობებს. ეს ყველაფერი კი მოგეხსენებათ, თანხებთანაა მჭიდრო კავშირში. მაინც, რამდენი უნდა ჰქონდეს ადამიანს შემოსავალი, რომ ყველა თუ არა ელემენტარული სურვილები მაინც დაიკმაყოფილოს? მაგალითად: წავიდეს საყვარელი ჯგუფის კონცერტზე, იყიდოს მანქანა, ისწავლოს და ასე შემდეგ ...
ყველას ჰქონია ცხოვრებაში მომენტი და თან არა ერთხელ, განსაკუთრებით კი თვის ბოლოს, როცა ხელფასამდე ცოტა ხნით ადრე ფული დასჭირვებია, რადგან მაინცდამინც მაშინ უნახავს მაღაზიაში პალტო, რომელსაც ელოდა მთელი წელი ან ფეხსაცმელი, რომელზეც ფასდაკლება ყოფილა. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ასეთ სიტუაციაში, თქვენ რას გააკეთებდით? არსებობს რამდენიმე ვარიანტი: სთხოვო მშობლებს, მეგობრებს ან თანამშრომლებს. ალბათ, ადამიანების გარკვეული ნაწილი ასეც იქცევა, მაგრამ უმრავლესობას, დაგვეთანხმებით, რომ ეს მომენტი უხერხულობას უქმნის და ყველაფერზეა თანახმა, ოღონდ ახლობლისგან ფული არ აიღოს. პრინციპში, ასეთი ტიპის ადამიანების გაგება თავისუფლად შეიძლება. აბა ვის ეხალისება მეგობართან მისვლა და ფულზე წუწუნი? შეპირება, რომ ხელფასზე აუცილებლად დაუბრუნებს და ასე შემდეგ? ...
„მშობლები უარს არასოდეს მეტყვიან. ვიცი, რომ ვთხოვო მოიკლებენ და მე მომცემენ, მაგრამ სიმართლე გითხრათ მერიდება, ამხელა გოგო რომ კიდევ მათ კისერზე ვიყო. ზოგადად ვცდილობ ხარჯები ვაკონტროლო, მაგრამ არის ხოლმე გამოუვალი სიტუაციები როცა ფული სასწრაფოდ გჭირდება. ამ დროს ccloan-ის ონლაინ სესხს მივმართავ. თავად ვირჩევ თანხის რაოდენობას, გადახდის დროს ეს ძალიან მოსახერხებელია. თამამად შემიძლია ვიყიდო სასურველი ნივთი, ისე რომ ახლობლები არ შევაწუხო. რაც უფრო ნაკლები დროით ვიღებ თანხას, პროცენტიც ნაკლები მერიცხება და პირადად მე, მისი გადახდა მირჩევნია ფულის ახლობლებისგან სესხების დროს წარმოქმნილ უხერხულობას“- გვიყვება ერთ-ერთი კომპანიის მენეჯერი, ნინო, რომელსაც მისი თქმით, არ აქვს დაბალი შემოსავალი, თუმცა არა ერთხელ ჰქონია ასეთი შემთხვევა და მაშინ, როცა დახმარება დასჭირვებია ccloan მისთვის იდეალური ვარიანტი აღმოჩნდა.
იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ არ უსარგებლიათ ონლაინ სესხით ნინო ასეთ რჩევას აძლევს: „მთავარი ის კი არაა, რა თანხის აღება შეგიძლია, არამედ ის რომ ზუსტად განსაზღვრო რამდენის დაბრუნებას მოახერხებ. ყოველთვის აკონტროლეთ შემოსავალი და ხარჯი და თუ ამას შეძლებთ პრობლემა არასოდეს შეგექმნებათ. სწრაფი სესხი კი იმის ფუფუნებას გვაძლევს სასურველი ნივთი იმ მომენტში შევიძინოთ, როცა მოგვინდება და არ ვიცადოთ ხელფასამდე“.
ნინოს მაგალითიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, აკონტროლეთ თქვენი ბიუჯეტი და თამამად დახარჯეთ ფული საკუთარი სიამოვნებისათვის, თქვენ ამას იმსახურებთ.