სომხებმა აზერბაიჯანელებს ყარაბაღში ცეცხლი გაუხსნეს
12:28:53     04-04-2011
სომხეთის არმია ყარაბაღის ტერიტორიაზე სამხედრო-სასწავლო წრთვნებს ატარებს. ამის შესახებ სომხურ-აზერბაიჯანული წყაროები იტყობინებიან. სწავლებაში მონაწილეობას მძიმე არტილერია და ჯავშანტექნიკა იღებს.
როგორც ცნობილია, უკვე 10 წელია, რამდენიმე სამხედრო შენაერთის მონაწილეობით, სომეხი სამხედროები, გარკვეული შესვენებებით, წელიწადში 6-9 მსხვილმასშტაბიან სამხედრო სწავლებას ატარებენ.
მიმდინარე წრთვნებთან დაკავშირებით, აზერბაიჯანული მხრიდან გავრცელდა ინფორმაციაც იმის შესახებ, რომ სოფელ ვოსკვანიდან სომხებმა აზერბაიჯანული პოზიციები დაბომბეს. დაბომბვაში, რომელიც ავტომატებით და ტყვიამფრქვევებით ხორციელდებოდა, რამდენიმე ადგილობრივი სოფელი და აზერბაიჯანული არმიის პოზიციები მოჰყვა.
ოფიციალური ბაქოს განცხადებით, მათ სომხებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს. სომხური მხარე მომხდარის პროვოცირებას კატეგორიულად უარყოფს და გავრცელებულ ცნობას დეზინფორმაციას უწოდებს.