კრწანისის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის მსხვერპლის ვინაობა ცნობილია
07:48:45     24-10-2016
ცნობილი გახდა იმ პირის ვინაობა, რომელიც წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერი ცენტრის კრწანისის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს ემსხვერპლა. ის 1993 წელს დაბადებული გიგა შენგელიაა.
ამ ეტაპზე გამოძიება ადგენს ჰქონდა თუ არა მას რაიმე კავშირი სამხედრო სამსახურთან. გარდაცვლილს თან არ ჰქონდა საბუთები, რის გამოც გაჭიანურდა მისი ვინაობის დადგენა.სამხედრო პოლიციის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის განცხადებით, სამი პირი დაცულ ტერიტორიაზე კვირას გამთნიისას აპირებდა გადასვლას რა დროსაც ისროლა გუშაგმა. ერთი დაიღუპა დანარჩენმა ორმა კი გაქცევა შეძლო. ჯერჯერობით უცნობია, რა მიზნები ჰქონდათ მათ. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია გაზის იარაღი და ფარანი.
საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.