კანელონი ხორცით
11:53:14     04-04-2011
მასალა: მაკარონი კანელონი – 16 მილაკი, ფარში – 500 გრამი, ახალი შამპინიონი – 6 ცალი, ხახვი – ნახევარი თავი, ნიორი – 2 კბილი, ტკბილი წიწაკა – 1 ცალი, დაჭრილი ოხრახუში – 2 სუფრის კოვზი, გახეხილი ყველი – 80 გრამი, სოუსი ბეშამელი – 250 გრამი, კეტჩუპი – 200 გრამი, ზეითუნის ზეთი – 1 სუფრის კოვზი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.
კანელონი ნახევრად მოვხარშოთ დიდი რაოდენობის მარილიან წყალში, გადავიტანოთ საწურზე. ხახვი, ტკბილი წიწაკა, ნიორი და სოკო წვრილად დავჭრათ და შევწვათ ზეთში. გავაციოთ და ავურიოთ მარილი, პილპილი და მწვანილი. ამ ნარევით ამოვავსოტ მილაკები, მოვათავოთ ღრმა ფორმაში, დავასხათ სოუსი ბეშამელი, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და ქურაში შევწვათ 220 ცელსიუს გრადუსზე, 15 წუთის განმავლობაში. მომზადებული კანელონი მოვათავსოთ თეფშზე და გავაფორმოთ მწვანილით. სუფრაზე ცალკე მივიტანოთ კეტჩუპი.