ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

  13:26:26     19-10-2016

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციიით, ტრანსგენდერი ქალის ცემისა და დაჭრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მურჯიკნელს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურამ პროცესზე ისაუბრა დანაშაულის მოტივზეც და ასევე ბრალდების დასაბუთებაზეც, რომელსაც თავად ბრალდებული დაეთანხმა.

პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდების დასაბუთებაში ნათქვამია, რომ ბრალდებული და დაზარალებული 2011 წლიდან იცნობდნენ.

თავად ბრალდებულმა მოსამართლეს სთხოვა აღკვეთის ღონისძიების სახით არ გამოეყენებინა პატიმრობა, ის გათავისუფლებას 1000 ლარიანი გირაოს საფუძველზე ითხოვდა.

პროცესს ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ლგბტ საქართველოს გამგეობის თავმჯდომარე ბექა გაბადაძე ამბობს, რომ პროკურორსათვის დასაბუთებაში არ უხსენებია პირის გენდერული იდენტობა .

მისივე განცხადებით თუ გენდერული იდენტობის შტრიხი იქნებოდა იმ სურათში, რომელიც ბრალდებამ სასამართლო სხდომაზე დახატა, მოსამართლეს სიღრმისეული მსჯელობის შესაძლებლობას მიეცემოდა.

გადაბაძის განცხადებით, ბრალდება დაეყრდნო ბრალდებულის ჩვენებას, რადგან დაზარალებული პირი ამ დრომდე კომაში იმყოფება.