"ისლამური სახელწიფოს" მებრძოლები მოსულის მშვიდობიან მოსახლეობას "ცოცხალ ფარად" იყენებენ"
12:29:31     19-10-2016
"ისლამური სახელწიფოს" მებრძოლები მოსულის მშვიდობიან მოსახლეობას "ცოცხალ ფარად" იყენებენ და არ აძლევენ საშუალებას ქალაქი დატოვონ - ეს განცხადება მოსულის სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ პენტაგონის ოფიციალურმა წარმოამადგენელმა ჯეფ დევისმა გააკეთა.
დევისის თქმით, ჯიჰადისტები მშვიდობიან მოსახლეობას მათი სურვილის საწინააღმდეგოდ ტოვებენ ქალაქში.
"ბოლო დღის განმავლობაში ჩვენ ვერ ვნახეთ ვერავითარი ცვლილება. ადამიანები არ ტოვებენ ქალაქს, ისინი არ გარბიან, ჩვენ ზუსტად ვიცით რომ მათ ცოცხალ ფარებად იყენებენ"-თქვა დევისმა.
ეს ტაქტიკა "ისლამური სახელწიფოს" არაერთხელ გამოუყენებია.მაგალითად, აგვისტოში, როცა ბოევიკებს სირიის ქალაქი მანბიჯის დატოვება მოუწიათ.
"ისინი დაუფიქრებლად წირავენ მშვიდობიან მოქალაქეებს"-განაცხადა თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა ჯოშ ერნესტმა.
შეგახსენებთ, ერაყის სიდიდით მეორე ქალაქის, მოსულის გასათავისუფლებელი ოპერაცია ქვეყნის ჯარმა 2 დღის წინ დაიწყო. მათ უკვე დაიკავეს მიმდებარე ტერიტორია. ამ დროისთვის ქალაქში ISIS-ის 5 000-მდე მებრძოლია დარჩენილი.