ერაყის არმია მოსულის გასათავისუფლებელ მასშტაბურ ოპერაციას იწყებს

  10:50:42     17-10-2016

CNN-ის ინფორმაციით, ერაყის არმია და პოლიცია ქალაქ მოსულის გასათავისუფლებელ მასშტაბურ ოპერაციას იწყებს.

მოსული, რომელიც ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქია, "ისლამურმა სახელმწიფომ" 2014 წელს დაიკავა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ერაყის მთავრობის მხრიდან, რადგან თუ სამხედრო ოპერაცია წარმატებით დასრულდება "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტები განდევნილი იქნებიან ერაყის ყველა დიდი ქალაქიდან და მათ ტყვეობაში მყოფი 1.5 მილიონი ადამიანი გათავისუფლდება.

საგულისხმოა ისიც, რომ 2015 წელს ერაყის არმიამ ტერორისტებისგან ორი ქალაქი - ტიკრიტი და რამადი გაათავისუფლა, ხოლო 2016 წლის ივნისში - ფალუჯა, რამაც მნიშვნელოვნად შეასუსტა ისლამისტთა პოზიციები.