დაჭრილი ტრანსგენდერი ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
08:19:18     17-10-2016
ექიმების შეფასებით, დაჭრილი ტრანსგენდერი ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე რჩება.
ტრანსგენდერი ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი - წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1985 წელს დაბადებული მამაკაცი რუსთავში დააკავა.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა 14 სექტემბერს ორთაჭალაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნითა და ცივი იარაღით, მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1982 წელს დაბადებულ ტრანსგენდერ ქალს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.