შემთხვევა თბილისში - სასტიკად ნაცემია ტრანსგენდერი ქალი

  13:53:18     15-10-2016

თბილისში, ორთაჭალაში 32 წლის ტრანსგენდერ ქალს სცემეს. 

ცნობილი ხდება, რომ ტრანსგენდერ ქალს ორმა პირმა მძიმე ფიზიკური ტრავმები მიაყენა, დაზარალებული ამ წუთებში რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზეა მიერთებული, მრავლობითი დაზიანება აქვს ყელის არეში და სახის ძვლები აქვს მოტეხილი. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.