“გარდიანის” რედაქტორების მუსიკალური პროექტი

  10:48:39     02-04-2011

ბრიტანული გამოცემა “გარდიანის” რედაქტორებმა, პროექტ “Radio Eds” – ის ფარგლებში, ჯგუფ “Radiohead” – ის სიმღერა “Creep” ჩაწერეს. გამოცემის თანამშრომლებმა რეცენზიისათვის ჯგუფის წევრი, კოლინ გრინვუდი მოიწვიეს.

 

გრინვუდი კმაყოფილი დარჩა ჩანაწერით, ყველაზე მეტად კი პიანისტის ნამუშევარი მოეწონა.

 

ამას გარდა, მუსიკოსი ბანჯოს და საყვირის დამატებითაც კმაყოფილი დარჩა. ეს ინსტრუმენტები სიმღერის ორიგინალურ ვერსიაში არ გამოუყენებიათ. თუმცა, მომღერალმა, შესრულებასთან დაკავშირებით, გარკვეული შენიშვნებიც გამოთქვა.

 

“Radiohead” – მა სიმღერა “Creep”, სინგლის სახით, 1992 წელს გამოუშვა. დისკი გაყიდვაში 1993 წელს გამოვიდა და დიდი პოპულარობა მოიპოვა. სხვადასხვა წლებში, სიმღერას ასრულებდნენ “The Pretenders”, “Korn” და სხვა ჯგუფები.