ლეონარდო დი კაპრიოს ჩინური რეკლამა

  10:46:33     02-04-2011

ლეონარდო დი კაპრიოს, ჩინური მობილური ტელეფონების მწარმოებელი კომპანია “Guangdong Oppo Mobile Telecommunications Corp”, სარეკლამო რგოლში მონაწილეობის მისაღებად, 5 მილიონ დოლარს გადაუხდის.

 

ამის შესახებ ინტერნეტ-პორტალი “E! Onlineიუწყება. მსახიობის წარმომადგენლებმა, ინფორმაციის კომენტირებისგან თავი შეიკავეს.  

 

პორტალის მონაცემებით, სატელევიზიო რგოლის გადაღება, დი კაპრიოს მონაწილეობით, მიმდინარე წლის აპრილში შედგება. რეკლამა მხოლოდ აზიური ბაზრისთვის არის განკუთვნილი.

 

როგორც საიტი აღნიშნავს, ეს რეკლამა მსახიობისთვის ერთერთი ყველაზე მომგებიანი იქნება. დი კაპრიო უკვე იღებს ანალოგიურ პროექტებში მონაწილეობას.

 

დღეისათვის, მსახიობს კლინტ ინსტვუდის პოლიტიკური შინაარსის ფილმში იღებენ, რომლის პრემიერაც 2012 წელს შედგება.