იტალიური წვნიანი
10:45:29     02-04-2011
მასალა: ხორბლის პური – 4 ნაჭერი, მდნარი ყველი – 4 ნაჭერი, კვერცხი – 4 ცალი, გამდნარი კარაქი – 2 სუფრის კოვზი, ხორცის ბულიონი – 3 ჩაის ჭიქა, მარილი, მწვანილი – გემოვნებით.
პურის ნაჭრებს წავუსვათ კარაქი, შევწვათ, თითოეულზე მოვათავსოთ ყველის ნაჭერი და თავდახურულ ჭურჭელში მოვამზადოთ იქამდე, ვიდრე ყველი დნობას არ დაიწყებს. თეფშზე მოვათავსოთ პურის ნაჭერი ყველით, დავასხათ ათქვეფილი კვერცხი, შემდეგ კი – ადუღებული ბულიონი. მომზადებულ წვნიანს მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში და მარილი - გემოვნებით.