ანიმაციური ფილმების მე-8 საერთაშორისო ფესტივალი "თოფუზი" დაიწყო
15:59:40     10-10-2016
აჭარაში ანიმაციური ფილმების მე–8 საერთაშორისო ფესტივალმა „თოფუზი“ 10 ოქტომბერს, ხულოს მუნიციპალიტეტში აიღო სტარტი და 15 ოქტომბრამდე ქობულეთს, ხელვაჩაურსა და ბათუმს მოიცავს.
დღეს, ფესტივალის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტში გამართულ მასტერკლასს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე დაესწრო.
„მისასალმებელია, რომ ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ყოველწლიურად უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფესტივალის ფარგლებში მიმდინარე საგანმანათლებლო აქტივობები. ქართულ მულტიპლიკაციას დიდი ტრადიცია აქვს და აუცილებელია, თანამედროვე ეროვნული ანიმაციის მსოფლიო პროცესებში ინტეგრაცია. ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით,ქართული ანიმაცია გაძლიერდება, როგორც საქართველოში, ასევე, მის საზღვრებს გარეთ“- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ ნათია სირაბიძემ.
საკონკურსო და საინფორმაციო პროგრამებში ნაჩვენები იქნება 33 ქვეყნის 130 ფილმი.ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კატეგორიის ანიმაციური ფილმები: ფილმი უფროსებისთვის, საბავშვოფილმი, ბავშვების მიერ შექმნილი ფილმი, ექსპერიმენტული ფილმი, ტელესერიალი, დებიუტი, სტუდენტურიფილმი,ფესტივალ “ექო თოფუზის” ფარგლებში შექმნილი ანიმაციური ფილმი.
ფილმების ჩვენება გაიმართება ბათუმის თოჯინების სახელმწიფო თეატრსა და ხელოვნების უნივერსიტეტში,ხულოს დრამატულ თეატრში, ხელვაჩაურის და ქობულეთის კულტურის სახლებში. ფესტივალისგამარჯვებულებს ტრადიციულად გამოავლენს საერთაშორისო და საბავშვო ჟიური, რომლის შედეგებიცგამოცხადდება ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე.
გარდა საკონკურსო ფილმების ჩვენებებისა, ფესტივალის სტუმრებს ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონმრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებში, მათ შორის:
13-14-15 ოქტომბერს, თოჯინების სახელმწიფო თეატრში გაიმართება ვორქშოფები - „ანიმაცია - ურთიერთობისმხატვრული ფორმა“;
13-14 ოქტომბერი, სასტუმრო პლაზაში - მასტერკლასები - „შეხვედრა ავტორებთან“;
14 ოქტომბერი სასტუმრო „ჰილტონი " - თოქ-შოუ “წარმოება ანიმაციურ კინოში”;
14 ოქტომბერი, სასტუმრო „ ჰილტონი“ -სემინარი „ქართული ანიამციის პერსპექტივები“;
15 ოქტომბერი, სასტუმრო „პლაზა“ - ფილმების პროექტების პრეზენტაცია (Pitch).
მე–8 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ „ანიმაციის განვითარების ფონდის“, კულტურული ცენტრ„პერსონაჟის“ ორგანიზებითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტისსამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.