ლიბიის ოპერაციამ აშშ-ის ბიუჯეტს პრობლემები შეუქმნა
11:21:53     01-04-2011
აშშ-ს ლიბიაში დროში გაწელილი სამხედრო ოპერაციის წარმოება არ შეუძლია. მიზეზი კი საბიუჯეტო პრობლემებია. ამის შესახებ განცხადება პენტაგონის შეფმა, რობერტ გეითსმა გააკეთა.
გეითსის თქმით, ამერიკელ სამხედროებს ლიბიაში ნებისმიერი ოპერაციის განხორციელება შეუძლიათ, თუმცა, საამისოდ, ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს მოუწევთ გადახდა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ლიბიაში სახმელეთო ძალების შეყვანა არ იგეგმება და აშშ-ის როლი ოპერაციაში ისედაც საკმაოდ მაღალია.
პენტაგონის ხელმძღვანელის აზრით, ოპერაცია ლიბიაში წარმატებით მიმდინარეობს. კოალიციის ძალებმა შეძლეს კადაფის არმიის 20-25 პროცენტით შემცირება. ამ დროისათვის, ლიბიის ხელისუფლების კონტროლქვეშ მყოფი არმიის რაოდენობა, მხოლოდ 15 ათასია.