უგემრიელესი ტორტი "ივანე და მარიამი"

  11:20:09     08-10-2016

ინგრედიენტები:

ბისკვიტი: კვერცხის გული 3 ცალი
შაქარი 1 ჭიქა
კარაქი 200 გ
ვანილინი
ფქვილი 2,5 ჭიქა
გამაფხვიერებელი 10 გ

ბეზე:

კვერცხის ცილა 3 ცალი
შაქარი 1 ჭიქა
ლიმონის წვენი რამდენიმე წვეთი

კრემი:

კარაქი180 გ
შედედებული რძე მოხარშული, 1 ქილა
კონიაკი 1 ს/k
არაქისი 200 გ
შავი შოკოლადი 50 გ


ბისკვიტი:
კვერცხის გული ათავიფეთ შაქრთან და ვანილინთან ერთად. დაუმატეთ დარბილებული კარაქი და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ნელ-ნელა შეურიეთ გამაფხვიერებელ არეული ფქვილი.

მოზილეთ რბილი ცომი და გაყავით 3 თანაბარ ნაწილად. მოათავსეთ 30 წთ მაცივარში.

ბეზე:

ათქვიფეთ ცილა და შაქარი, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. ათქვიფეთ მკვრივი მასის მიღებამდე.

გააბრტყელეთ ცომის 3 ნაწილი რიგრიგობით. თითოეულს წაუსვით ათქვეფილი ბეზე (თითოს 1/3). აცხვეთ ფირფიტები 160 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში.

კრემი:

ათქვიფეთ დარბილებული კარაქი და მოხარშული შედედებული რძე.
მშრალ ტაფაზე მოხალეთ არაქისი, გაფცქვენით, დაჭერით.
დაუმატეთ არაქისი კრემს, ცოტაოდენი დაიტოვეთ მოსაყრელად.
ააწყვეთ ტორტი: გაშლილ ლანგარზე დადეთ ბისკვიტის პირველი ფენა, წაუსვით კრემის ნახევარი, დაადეთ მეორე ბისკვიტი ბეზეთი დაბლა, წაუსვით კრემის მეორე ნაწილი, დაადეთ მე-3 ბისკვიტი ბეზეთი დაბლა.
მოასხით გამდნარი შოკოლადი და მოაყარეთ დარჩენილი არაქისი.

მოათავსეთ ტორტი მთელი ღამით მაცივარში.

მეორე დღეს გემრიელად მიირთვით!