ჩინეთმა სამხედრო-ბირთვული ობიექტები გადაამოწმა
11:20:31     01-04-2011
იაპონიაში, “ფუკუშიმა-1”-ზე მომხდარი ავარიის შემდეგ, ჩინეთმა საკუთარ სამხედრო-ბირთვულ ობიექტებზე საფუძვლიანი შემოწმება ჩაატარა. ამის შესახებ ჩინეთის არმიის გენშტაბის სტრატეგიული დაგეგმვის განყოფილების მეთაურის მოადგილემ, ცაი ხუაილემ განაცხადა.
სამხედრო ჩინოვნიკმა ჟურნალისტებს აგრეთვე აცნობა, რომ ჩინეთის არმიაში უკვე შეიქმნა სწრაფი რეაგირების ჯგუფი, რომელიც ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე იქნება ორიენტირებული და კადრებს ამ მიმართულებით მოამზადებს.
როგორც კი რაიმე ბირთვული საშიშროება გაჩნდება, განსაზღვრული დანიშნულების ჯგუფი აქტიურ მოქმედებებს დაიწყებს, ერთიანი სახელმწიფო გეგმის მიხედვით – აღნიშნა ცაი ხუაილემ.