სპეცოპერაცია გლდანში - შსს სავარაუდოდ თარგამაძის მანქანის აფეთქებაში მონაწილეს აკავებს

  20:15:39     07-10-2016

გლდანის ერთ-ერთ მიკრო რაიონში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ”ქრონიკა” ავრცელებს.

ტელეკომპანია იუწყება, რომ სპეცოპერაცია სავარაუდოდ ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას უკავშირდება და ერთ-ერთ პირს, სავარაუდოდ, დათო ხეჩუაშვილს აკავებენ.

”იმედის” ინფორმაციით, ის სოდ-ის ყოფილი თანამშრომელი იყო.

სავარაუდოდ, ამავე საქმეზე სპეცოპერაცია კრწანისის რაიონშიც ტარდება.