ქუთაისში ქალი დაჭრეს - ეჭვმიტანილი პოლიციელია

  12:32:14     07-10-2016

წუხელ, გვიან ღამით, ქუთაისში ქალი თავის არეში დანით დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ქმარმა დაჭრა, რომელიც პოლიციის თანამშრომელია.

შსს-ში აცხადებენ. რომ პირველადი ინფორმაციით, ქალმა თვითდაზიანებები მიიყენა, საქმეს კი პროკურატურა იძიებს, რადგან, თუ დანაშაულში სავარაუდო მონაწილე პოლიციელია, პროკურატურის ჩართვა აუცილებელია.

დაშავებული ამ დროისთვის ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი, სადაც მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის.