ანსამბლი "მხედრული" ჩინეთში გაემგზავრება
18:34:19     06-10-2016
ქობულეთის გურამ თამაზაშვილის სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „მხედრული“ გასტორლზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრება. ანსამბლი საზღვარგარეთ ჩინური მხარის მიწვევით 11 ოქტომბერს გაემგაზავრება. პროექტი მსოფლიოს თანამედროვე სახელოვნებო ინსტიტუტებთან კავშირების გაღრმავებას ისახავს მიზნად.
დღეს ანსამბლ „მხედრულის“ რეპეტიციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე დაესწრო, მან ანსამბლის წევრებს წარმატებები უსურვა. გასტროლები დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც ანსამბლი ჩინეთის 28 ქალაქში იმოგზაურებს და 31 კონცერტს გამართავს.
კონცერტებზე „მხედრული“ განახლებული რეპერტუარით წარდგება, სადაც ნაციონული ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები შესრულდება. მსგავსი პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ქართული კულტურის ცნობადობის გაზრდასა და მის წარმოჩენას.