შემწვარი სვია იტალიურად

  11:10:56     01-04-2011

თევზის (სვია) ფილე – 650 გრამი, პრასი – 200 გრამი, პომიდორი ჩერი – 200 გრამი, დაჭრილი მაიორანი – 1 სუფრის კოვზი, ზეითუნის ზეთი – 2 სუფრის კოვზი, თეთრი პილპილი, მარილი – გემოვნებით.

 

ფილე დავჭრათ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. დავჭრათ პრასი, აგრეთვე პომიდორი – ნახევრად. დაჭრილი ბოსტნეული ზეთში 5-10 წუთი მოვხრაკოთ, დავამატოთ მწვანილი. ფილე მოვათავსოთ ცხიმწასმულ ფორმაში, ზემოდან – მომზადებული ბოსტნეული და ნახევარი საათი, 200 ცელსიუს გრადუსზე შევწვათ.