რურუას საარჩევნო შტაბის უფროსს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
16:17:53     05-10-2016
ნიკა რურუას საარჩევნო შტაბის უფროსს დავით ჯაფარიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით საკუთარ სახლთან დააკავეს, თბილისის საქალაქო სასმართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ უარი უთხრა დაცვის მხარეს 5000 ლარიან გირაოზე.
ნიკა რურუას თქმით, ჯაფარიძეს იარაღი ჩაუდეს. ის დაკავებას პოლიტიკურს უწოდებს და მიიჩნევს, რომ მიზანი მისი საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა იყო. „ღირსება აყრილი, ნამუსახდილი სასამართლო ვიხილეთ ახლა, როგორც სპექტაკლი, სადაც ადამიანს, ვისაც იარაღი ჩაუდეს, იმიტომ რომ ხელი შეეშალოს ჩემი საარჩევნო შტაბის მუშაობას და არჩევნებში რაიმე უპირატესობა მოიპოვოს ოლიგარქიულმა მმართველობამ, უდანაშაულო ადამიანი ციხეში ჩასვეს. ეს იყო საბოლოო ნიღბის ჩამოხსნა,“ - განაცხადა ნიკა რურუამ.შტაბის წევრები მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ.