შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული დააკავა

  17:43:26     04-10-2016

შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული დააკავა.

უწყების ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევმა პირმა, 2 ოქტომბერს გორში, რკინიგზის დასახლებაში, გორის მაჟორიტარობის კანდიდატის - ირაკლი ოქრუაშვილის მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრის დროს, მოქალაქეების მიმართულებით ცეცხლი გახსნა, 2 პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ბრალდებული შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოცხადდა, სადაც ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.