გორში გამგებელმა საკრებულოს დეპუტატი დაჭრა
18:06:35     03-10-2016
გავრცელებული ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის და ახალუბნის საკრებულოს დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" ლექსო ბუჯიაშვილი, თანაგუნდელმა, სოფლის გამგებელმა გიორგი ტატიაშვილმა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მომხდარი უთანხმოებისას დაჭრა.
როგორც ცნობილია, ტატიაშვილმა დეპუტატსა და მის თანმხლებ პირს ჭრილობები დანით მიაყენა.
ინფორმაციას "პირველი რადიო" პაატა ბურჭულაძის პარტიის "სახელმწიფო ხალხისთვის" გორის მაჟორიტარობის კანდიდატზე მედეა აბაშიძეზე დაყრდნობით ავრცელებს.
აბაშიძის ინფორმაციით, დაჭრის ფაქტი გასულ ღამეს მოხდა და ერთ-ერთი დაჭრილი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.
მისივე თქმით, შსს-ში მომხდარს არ ახმაურებენ. ხოლო ტატიაშვილი პოლიციიდან ხელწერილის დაწერის შემდეგ გამოუშვეს.