აშშ-ის მთავრობამ საქართველოს აილენდის კლასის ორი საპატრულო იახტა აჩუქა

  12:03:34     03-10-2016

აშშ-ის მთავრობამ საქართველოს აილენდის კლასის ორი საპატრულო იახტა აჩუქა.

ამერიკის ხმის ინფორმაციით, შეერთებული შტატების მთავრობამ ამ საჩუქრის მიმღებად პირველ ქვეყანად ორ ქვეყანას შორის არსებული გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორობის დასაფასებლად და ხაზგასასმელად საქართველო შეარჩია.

ცნობისთვის,საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა საპატრულო კატარღები აჩუქა.


საქართველოს მთავრობის განცხადებით, კატარღები 16-წევრიან ეკიპაჟებზეა გათვლილი და ისინი მკვეთრად გაზრდის ქვეყნის სასაზღვრო პოლიციის მუშაობის ეფექტურობას. მათი საქართველოში ჩამოტანა მომავალი ზაფხულისთვისაა დაგეგმილი.

კატარღების ღირებულება 1,5 მილიონ დოლარს შეადგენს, რომელსაც ამერიკა საქართველოს გრანტის სახით გადასცემს. დამატებით დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი დაჯდება გემების აღჭურვა და საქართველოში გაგზავნა. ამ ხარჯის ნაწილს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ფარავს.

მას შემდეგ, რაც გემები სრულ სამუშაო მზადყოფნაში მოვა, ეკიპაჟის წევრები ამერიკაში ჩავლენ და 10 კვირიან სასწავლო კურსს გაივლიან.