იტალიელმა სამართალდამცავებმა ვინსენტ ვან გოგის ორი დაკარგული ტილო იპოვეს

  13:13:13     30-09-2016

იტალიელმა სამართალდამცავებმა ვინსენტ ვან გოგის ორი ტილო იპოვეს.

ჰოლანდიელი ფერმწერის ნამუშევრები ამსტერდამის მუზეუმიდან 2002 წელს მოიპარეს და მას შემდეგ მათი ბედი უცნობი იყო.

ცნობილია, რომ ტილოები ჩარჩოებიდან არის ამოღებული, თუმცა დაუზიანებელია.

პოლიციის ინფორმაციით,ნახატები ნეაპოლურმა მაფიამ მოიპარა. ჯერ უცნობია დაუბრუნდება თუ არა ისინი მუზეუმს.

ნამუშევრები "Congregation Leaving the Reformed Church in Nuene" და "View of the Sea at Scheveningen" ვან გოგს კარიერის დასაწყისში აქვს დახატული.