ნატალი პორტმანს “ოსკარს” ეცილებიან

  11:21:16     31-03-2011

ბალერინა, რომელმაც ფილმში “შავი გედი” ნატალი პორტმანს საცეკვაო სცენებში დუბლიორობა გაუწია, აცხადებს, რომ ყველა საცეკვაო ნომერი თავად შეასრულა და არა პორტმანმა. ამის შესახებ “დეილი მეილი” იუწყება.

 

“American Ballet Theatre” – ის 27 წლის სოლისტი სარა ლეინი ირწმუნება, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნატალი პორტმანი თავად ცეკვავს, “ოსკარის” კამპანიის ნაწილი იყო. სარამ საბალეტო სცენების დაახლოებით 95 % შეასრულა, ხოლო შემდეგ, კომპიუტერის მეშვეობით, მის სხეულზე მსახიობის თავი მიამაგრეს.

 

სტუდია “Fox Searchlight” ირწმუნება, რომ “შავი გედის” საბოლოო ვერსიაში მხოლოდ ის სცენები შევიდა, სადაც ნატალი პორტმანი ცეკვავს.

 

“მათ სურდათ პუბლიკისთვის ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ, თითქოს ნატალი იმდენად გენიალურია, რომ ნახევარ წელიწადში ნამდვილ ბალერინად ჩამოყალიბდა. ეს პროფესიისათვის და პირადად ჩემთვის შეურაცხმყოფელია. მე 22 წელიწადია ვცეკვავ ბალეტს და როგორ ფიქრობთ, ვინმეს შეუძლია ნახევარ წელიწადში ბალერინა გახდეს, თუნდაც ის კინოვარსკვლავი იყოს?” – აცხადებს მოცეკვავე.

 

ფილმ “შავ გედში” შესრულებულმა როლმა ნატალი პორტმანს პირველი “ოსკარი,” ასევე “ოქროს გლობუსის” და სხვა პრემიები მოუტანა. მაგრამ სამადლობელ სიტყვაში, მსახიობს აზრად არ მოსვლია დუბლიორისათვის მადლობა ეთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ინტერვიუებში არასდროს უარუყვია, რომ შემცვლელი მას ნამდვილად ჰყავდა.