“ბლექსიფორის” სწავლებებში საქართველოც მიიღებს მონაწილეობას

  11:15:48     31-03-2011

შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო ჯგუფის ხომალდები, სწავლების ფარგლებში, ნოვოროსიისკის და სევასტოპოლის პორტებში შევლენ. სწავლება “ბლექსიფორის” ეგიდით ჩატარდება.

 

როგორც საინფორმაციო სააგენტოები, შავი ზღვის მართვის საინფორმაციო გაყოფილებაზე დაყრდნობით იუწყებიან, საგაზაფხულო სწავლება, თურქეთის პორტ სტამბოლში აპრილის პირველ დეკადაში აიღებს სტარტს.

 

საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს, ბულგარეთის, რუსეთის, რუმინეთის, თურქეთის და უკრაინის სამხედრო ხომალდები.  

 

შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო ოპერატიული მოქმედების ჯგუფი “ბლექსიფორი” 2001 წელს შეიქმნა. მის შემადგენლობაში შედის თითო-თითო საბრძოლო ხომალდი, შავი ზღვის რეგიონის ექვსი ქვეყნიდან.

 

ჯგუფის ძირითადი ამოცანებია: სამძებრო-სამაშველო ხასიათის სწავლებების წარმართვა, ასევე გამნაღმველი და ჰუმანიტარული, მშვიდობიანი სახის ვიზიტების და სხვა ოპერაციების წარმოება.