STSS – სარაკეტო თავდასხმაზე გაფრთხილება კოსმოსიდან

  11:16:01     07-05-2011

ამერიკის შეერთებული შტატების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სააგენტომ, სატელიტური სისტემის STSS – ის ტესტირება ჩაატარა, რომელიც სარაკეტო თავდასხმის შესახებ გაფრთხილებას იძლევა. ამის შესახებ სააგენტოს პრეს-რელიზშია ნათქვამი.

ორმა სატელიტმა STSS, რომლებიც ორბიტაზე 2009 წლიდან იმყოფება, შეძლო შეემჩნია წარმოსახვითი მტრის მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა და მიედევნებინა თვალყური იმ მომენტამდე, ვიდრე ვიდრე მას რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა “Aegis” არ გაანადგურებდა.

 

გამოცდა წყნარი ოკეანის თავზე მოხდა. STSS, ექსპერტების ვარაუდით, ერთერთი ყველაზე პერსპექტიული ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ნაწილი გახდება. როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატები, საკუთარი ტერიტორიის გარდა, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სიტემის განლაგებას წყნარ ოკანეში, ევროპის ქვეყნებსა და იაპონიაშიც გეგმავს.