
ქართული ვიდეორგოლი საერთაშორისო ფესტივალის აღმოჩენა გახდა
13:23:48     27-09-2016
გადამზიდავი კომპანია კამექსის სარეკლამო კლიპმა ბათუმის
საერთაშორისო ფესტივალში Ad Black Sea ოქროს მედალი და საუკეთესო
ვიდეორგოლის ტიტული დაისაკუთრა. რეჟისორ გიორგი პოპიაშვილის 1 წუთიანი
ნამუშევარი საქართველოში ამანათების ტრანსპორტირების სერვისს ეძღვნება და
თბილისს შეერთებულ შტატებთან აკავშირებს. ვიდეორგოლი სარეკლამო კომპანია
JWT მეტრომ დაამზადა, პოსტ-პროდაქშენი კი მეტროგრაფს ეკუთვნის.
ფესტივალი
Ad Black Sea წელს მეორედ გაიმართა და მის ჟიურიში საერთაშორისო
ექსპერტები. კამექსის სარეკლამო რგოლი 7 კატეგორიიდან პირველში
Film&Radio – TV&Cinema Commercials 300 კონკურენტ ნამუშევარს
შორის შეირჩა.