ყაჩაღობა გურიაში - ბოროტმოქმედებმა 60 წლის მამაკაცი აწამეს

  16:11:34     26-09-2016

გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზომლეთში ყაჩაღებმა 60 წლის მამაკაცი აწამეს. 

დაზარალებულის თქმით, მის სახლში ორი შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა. მათ ფული მოითხოვეს და დაზარალებულისვე ინფორმაციით, 2 საათი აწამეს.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.