როგორ მოვამზადოთ სუში?
11:57:07     26-09-2016
მასალა:
- 20 გ ავოკადო
- 10 გ კიტრი
- 15 გ იაპონური მაიონეზი
- 40 გ კრაბი
- 5 გ ტობიკო (მფრინავი თევზის ქვირითი)
- 140 გ მოხარშული სუშის ბრინჯი
- 1 ნორის ფურცელი
- 50 მლ სოიოს სოუსი
- 10 გ ვასაბი (იაპონური მდოგვი)
- 1 სუშის შესახვევი (ბამბუკის წვრილი ჯოხებით აწყობილი)
- 1 სუშის ბლეიდი (მჭრელი დანა)
სუშის კეთების დაწყების წინ ცივი წყლით დავიბანოთ ხელი და შემდეგ ხშირად ვისველოთ, რათა ნაკლებად მიგვეწებოს ხელებზე ბრინჯი.
მოვხარშოთ კრაბის ხორცი. ნორის ფურცელზე ბრტყლად და ნაზად გადავანაწილოთ მოხარშული ბრინჯი ისე, რომ ბრინჯის მარცვლები არ დავაზიანოთ. ამოვატრიალოთ ბრინჯი ნორის ფურცელთან ერთად ისე, რომ ნორის ფურცელი მოექცეს ზევით და ბრინჯი ქვევით. გავფრცქვნათ ავოკადო, ამოვაცალოთ კურკა და სუშისთვის გადავდოთ 20 გრამი შიგთავსი. გავფრცქვნათ კიტრი და კიტრის გარე ნაწილი (კურკებამდე) დავჭრათ წვრილ, გრძელ ნაჭრებად. სუშისთვის გადავდოთ 10 გრამი დაჭრილი კიტრი.
ნორის ფურცლის შუაში თანაბრად გადავანაწილოთ სიგრძეზე ჯერ მოხარშული კრაბი, შემდეგ მოვასხათ იაპონური მაიონეზი, დავალაგოთ წვრილ, გრძელ ნაჭრებად დაჭრილი კიტრი და ავოკადო. ამ ყველაფერს მჭიდროდ გადავახვიოთ ნორის ფურცელი ბრინჯთან ერთად. სუშის შეკვრისას ნორის ფურცლის ბოლო (დაახლოებით ერთი თითის სიგანე) მთელ სიგრძეზე დავასველოთ წყლით, რათა ფურცელი გახდეს წებოვანი და სუში შეკვრის შემდეგ არ დაიშალოს. სუშის მჭიდროდ გადავადოთ სუშის შესახვევი და ხელის რამოდენიმე მოძრაობით კარგად დავამრგვალოთ.
დავჭრათ სუში 8 თანაბარ ნაჭრად და ზედაპირი (ბრინჯის მხარე) ამოვავლოთ ტობიკოში.
მივირთვათ სოიოს სოუსში გახსნილ ვასაბისთან ერთად.