გაუპატიურება და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა - რა მოხდა სიღნაღში?
22:57:56     18-09-2016
სიღნაღში, 58 წლის ქალბატონი, ელიზა გელაშვილი გააუპატიურეს და განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
საინფორმაციო საშუალების ცნობით, 58 წლის ელიზა გელაშვილი წნორიდან სიღნაღისკენ მიმავალ ავტომობილს ელოდა. ქალბატონი სამარშუტო ტაქსში ჩაჯდა, რომელშიც ორი მამაკაცი იჯდა. ამის შემდეგ ელიზა გელაშვილი გაუჩინარდა.
სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ ელიზა გელაშვილი, მამუკა ნადირაშვილსა და გიორგი ყაჯრიშვილს დაემგზავრა. მათი დაკითხვის შემდეგ პროკურატურამ დაადგინა, რომ საქმე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულთან ჰქონდა. პროკურატურამ ეჭვმიტანილებს ბრალი წაუყენა, თუმცა დაღუპულის ოჯახის წევრებისთვის გაუგებირია პროკურატურის მიერ ერთ-ერთი ეჭვმიტანილისთვის წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაცია, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთ ბრალდებულს გიორგი ყაჯრიშვილს ავტომობილის სალონში ეძინა და არაფერი გაუგია.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამუკა ნადირაშვილს შესაძლოა უვადო
თავისუფლების აღკვეთა შეეფარდოს. პროკურატურის მიერ მოპოვებული
მტკიცებულებების წყალობით კი პირი, რომელიც გაუპატიურებისა და უსასტიკესი
მკვლელობის, მინიმუმ პასიური თანამონაწილეა, მხოლოდ ჯარიმით ან 2-დან 4
წლამდე პატიმრობით დაისაჯოს, - იუწყება "რუსთავი 2".