დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი თავს დამნაშავედ არ ცნობს
10:52:14     14-09-2016
პროკურატურა გოდერძი თევზაძის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს. უწყების გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა, თევზაძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულის მიმართ შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების მოთხოვნით წარუდგენენ.
თავად თევზაძე კი, რომელიც 13 სექტემბერს საგამოძიებო ორგანოში ნებაყოფლობით გამოცხადდა, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და შიმშილობას იწყებს.
"უპირველესყოვლისა, მინდა რომ დავიცვა პოლიციელის მუნდირი და დღეიდან ვაცხადებ შიმშილობას. ობიექტური გამოძიების იმედი მაქვს და მე არ ვცნობ თავს დამნაშავედ"-განაცხადა თევზაძემ ჩაბარებამდე რამდენიმე წუთით ადრე.
მისი თქმით, ის არც აქამდე ყოფილა მიმალვაში.
შეგახსენებთ, თევაზაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აქვს წაყენებული,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ძალადობით, ან იარაღის გამოყენებით გულისხმობს. სასჯელის სახით კი 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სწორედ გოდერძი თევაზაძეა ის პოლიციელი, რომლის შესახებაც 22 წლის დემურ სტურუამ თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში ისაუბრა.
მან თავი 8 აგვისტოს მოიკლა.