სასწრაფოდ: ვაკეში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
23:00:22     13-09-2016
რამდენიმე საათის წინ ჭავჭავაძის გამზირზე რამდენჯერმე გაისროლეს. როგორც ცნობილია, სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა, რომელიც თვითმხილველების ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ დროისათვის დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას ოპერაცია უტარდება.
წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულს ჭრილობა ქვემო კიდურებში აქვს მიყენებული.