ვაკეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ სამი პირი დააკავეს
13:56:01     08-09-2016
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების
სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის
შეუტყობინებლობის ბრალდებით, სამი პირი: 1995 წელს დაბადებული ო.გ.
-ზესტაფონში, 1991 წელს დაბადებული თ.შ. – თეთრწყაროში, ხოლო 1996 წელს
დაბადებული ს.მ. თბილისში დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 2 სექტემბერს თბილისში, ვაკეში მომხდარი მკვლელობის დროს აღნიშნული პირები, მკვლელობაში ბრალდებულ ბ.ნ.-სთან ერთად, თ.შ.-ს კუთვნილ ავტომანქანაში იმყოფებოდნენ, მომხდარ ფაქტს შეესწრნენ და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინეს. გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით).