ძველი თბილისის რვა ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება
16:24:20     06-09-2016
ძველი თბილისის რვა ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
ქუჩებისთვის საფეხმავლო სტატუსის მინიჭებას ადასტურებენ თბილისის მერიაშიც.
საფეხმავლო გახდება მონაკვეთი აღმაშენებლის გამზირი N44-დან ზაარბრიუკენის მოედნამდე, ასევე ერეკლე მეორის, ბოტანიკურისა და ალექსანდრე დიუმას ქუჩები,გორგასლის I შესახვევი, არდენის ქუჩა, ბამბის რიგი და რკინის რიგი.
მერიის განცხადებით, ქუჩების შესასვლელებში ავტომატური ჩამკეტები დამონტაჟდება მათი მართვის პულტები კი მოსახლეობას გადაეცემა. საჭიროების შემთხვევაში, სასწრაფოს, სახანძროსა და პოლიციის მანქანები საფეხმავლო ქუჩებზე შესვლას შეძლებენ.
მერიამ ძველი თბილისის ქუჩების საფეხმავლო ზონად გამოცხადების გადაწყვეტილება მოსახლეობის თხოვნითა და ტურისტული ინფრასტრუქტურის სტიმულირებისთვის მიიღო.