სასწრაფოდ: მორიგი სროლა ვაკეში - დაჭრილია მამაკაცი

  00:34:52     06-09-2016

ვაკეში, ცოტა ხნის წინ კვლავ სროლა იყო. ინფორმაციის თანახმად, დაჭრილია მამაკაცი. მას ფეხის არეში ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

როგორც ცნობილია, შემთხვევა ბაგებში მოხდა.

შსს-ში განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ დღესვე ყიფშიძის ქუჩაზე პროფილაქტიკის თანამშრომელი დაჭრეს, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.