ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დეტალები
18:36:28     05-09-2016
ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, დღეს ვაკეში, ერთ-ერთ პროფილაქტიკაში მისულმა მამაკაცმა ხელოსანს მას შემდეგ ესროლა, რაც მან ცოტა ხნით დაცდა სთხოვა. სხვა ინფორმაციით, მკვლელს ხელოსანთან ყოფითი ხასიათის კონფლიქტი ჰქონდა.
მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.