ვაკეში, თავდასხმის შედეგად დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა

  17:41:43     05-09-2016

ყიფშიძის ქუჩაზე, პროფილაქტიკაში დაჭრილი მამაკაცი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.

მას პროფილაქტიკის ერთ-ერთმა კლიენტმა ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნა, რაც ხელოსანმა დაცდა სთხოვა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.