სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

  12:27:02     31-08-2016

სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი, აბუ მუჰამედ ალ-ადნანი მოკლეს.

ადნანი, რომელიც დაჯგუფების სპიკერიც იყო, ალეპოს პროვინციაში განხორციელებულ სამხედრო მოქმედებებს ემსხვერპლა.

პენტაგონის სპიკერი თავის განცხადებაში წერს, რომ ადნანი ტერორისტული დაჯგუფების საერთაშორისო ტერაქტების მთავარი დამგეგმავი იყო და სწორედ ის უწევდა კოორდინაციას დაჯგუფების მებრძოლებს, რომ სამოქალაქო პირებზე თავდასხმები განეხორციელებინათ. ასევე, იგი აქტიურად იწვევდა ახალ წევრებს საბრძოლველად.

ინფორმაციას ISIS-ის კონტროლირებად მედია Amaq-ზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.