ლეღვის მურაბა
21:00:24     29-08-2016
მასალა:
- 1 კგ. ლეღვი
- 1 კგ. შაქარი
- 2 ჩ/ჭ წყალი
მომზადების წესი:
შავი სამურაბე ლეღვი ალაგ-ალაგ ჩავჩხვლიტოთ ხის ჩხირით. ორ ჩაის ჭიქა წყალში ჩავყაროთ შაქარი და მოვადუღოთ სიროფი. დაჩხვლეტილი ლეღვი მოვათავსოთ სიროფში და ნახევარსაათიანი დუღილის შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან. გავაჩეროთ რამოდენიმე საათით ან მეორე დღემდე. შემდეგ კვლავ შემოვდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში, სანამ სიროფი არ შესქელდება და ლეღვი ქარვის ფერს არ მიიღებს.
მოდის შემოდგომა და დადგა დრო გემრიელი მურაბების კეთებისა. პრესა.ჯი შეეცდება ფეხი აუწყოს რიტმს და ნელ-ნელა შემოგთავაზოთ სხვა და სხვა მურაბების რეცეპტები. ჩაფიქრებული გვაქვს ერთი-ორი უცხო და ძალიან გემრიელი მურაბის რეცეპტის დაწერა უახლოეს მომავალში. დანარჩენს სიურპრიზად შემოვინახავთ.
გემრიელი მურაბები გამოგსვლოდეთ!