23 წლის ბიჭის მკვლელობასა და 4-ის დაჭრაში ეჭვმიტანილი ნასამართლევია, დაჭრილთაგან ერთი - პოლიციელი

  09:41:31     26-08-2016

ახალი დეტალები ქობულეთში მომხდარი სისხლიანი გარჩევის შესახებ. თვითმხილველთა განცხადებით, 23 წლის ბიჭის მკვლელობასა და 4 ადამიანის დაჭრაში ეჭვმიტანილი, ადგილობრივი და წარსულში ნასამართლევია. ხოლო დაჭრილთა შორის ერთ-ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომერლია, რომელიც სავარაუდოდ, თავდამსხმელის დაკავებას ცდილობდა.

შეგახსენებთ რომ გუშინ, ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, 23 წლის ბიჭი ცივი იარაღით მოკლეს, 4 კი - დაჭრეს. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით არის აღძრული.