ლიბიის ომი და გაყიდული იარაღი
10:51:37     04-05-2011
მალის ხელისუფლება ირწმუნება, რომ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე ლიბიელი ამბოხებულებისათვის მოპარული იარაღი აღმოაჩინა. ამის შესახებ სააგენტო “ფრანს-პრესი” მალის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.
ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში, ალჟირული პრესა ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის ცნობის მიხედვით იუწყებოდა, რომ ლიბიელი ამბოხებულები “ალ-ქაიდას” წევრებზე იარაღს ყიდიან, რომელიც შემდეგ აზიის და აფრიკის რიგ ქვეყნებში გადის. მედიის მონაცემებით, ამ საშუალებით ტერორისტულმა ორგანიზაციამ შეძლო, რომ შეეძინა მძიმე შეიარაღება და საზენიტო რაკეტებიც კი.
რამდენად სარწმუნოა ეს ინფორმაცია, ძნელი სათქმელია. ცნობილია, რომ რამდენიმე აფრიკული ქვეყნიდან გადასული მოხალისეები მუამარ კადაფის მხარეს იბრძვიან. მათ შორისაა, მალი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ჩადი და ნიგერია.