ბიზნესმენ მინდია გულუას თავს დაესხნენ
23:16:49     23-08-2016
რუსეთის ქალაქ კრასნოდარში უცნობი პირი ცნობილ ქართველ ბიზნესმენს, მინდია
გულუას თავს დაესხა. მედიის ცნობით, შეიარაღებულმა მამაკაცმა
ცეცხლსასროლი იარაღით ქართველი
ბიზნესმენი დაჭრა.
შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში თავდამსხმელმა საკუთარი ავტომობილი დაწვა და სხვა მანქანაში გადაჯდა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა.
გულუა ამჟამად საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
რუსული პრესის ცნობით, 47 წლის მინდია გულუა კრასნოდარში არყის ქარხანას ფლობს. გულუაზე თავდასხმის მცდელობა 2009 წელსაც განხორციელდა, მაშინ ბიზნესმენის ავტომობილში აფეთქება მოხდა.