ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთი სამხედრო წვრთნებს ატარებს
16:28:26     16-08-2016
ოკუპირებულ აფხაზეთში განთავსებული რუსული სამხედრო შენაეთები წებელდასა და ნაგვალოუს პოლიგონებზე სამხედრო წვრთნებს ატარებენ.
მასში 700 სამხედრო და 60 ერთეული სამხედრო ტექნიკაა ჩართული.
როგორც რუსეთის სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულის, სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის განცხადებაში წერია, წვრთნებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოტომსროლელების ქმედებებს თავდაცვისას, თავდასხმისას და სამხედრო მსვლელობის დროს, კერძოდ, გარემოს ინჟინერული დაზვერვის ფონზე.
განცხადებაში ასევე წერია, რომ შენაერთები ამუშავებენ პირობითი მტრის
საჰერო თავდასხმებისგან თავდაცვის საშუალებებს და მათი დივერსიულ ჯგუფებთან
ბრძოლის მეთოდებს.