ბრიტანული სპექტაკლის ჩვენებები წარმატებით დასრულდა

  14:21:01     16-08-2016

საერთაშორისოდ ცნობილი ბრიტანულ თეატრალური კომპანიის „გეკოს“ სპექტაკლის “ინსტიტუტის“ ჩვენებებმა ბათუმის მუსიკალურ ცენტრში მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. წარმატებით დასრულდა სპექტაკლის სამდღიანი ჩვენება. 

სპექტაკლში წარმოდგენილი იყო ოთხი პაციენტი, რომელიც გარესამყაროსთან შეხვედრის მოსამზადებლად მკურნალობის კურსს გადიან. სპექტაკლში დახვეწილი მოძრაობებით იყო ნაჩვენები რთული ქორეოგრაფია, რომელიც სამსახიობო თამაშთან იყო შერწყმული.

სპექტაკლის პრემიერას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე დაესწრნენ.

ბრიტანულ თეატრალური დასის სპექტაკლი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით პროგრამის „საშემსრულებლო ხელოვნების ხელშეწყობის“ ფარგლებში გაიმართა.