76 წლის ქალის მკვლელობის დეტალები - "სამი თვის პენსიის გამო მოკლეს"
15:59:49     15-08-2016
ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში მოკლული 76 წლის ქალბატონის დისშვილი მკვლელობის დეტალებზე საუბრობს.
ქალბატონის ნათესავმა თამარ გვერდელაშვილი გაზეთ "პრაიმტაიმთან" აცხადებს, რომ მკვლელობაში ბრალდებული გარდაცვლილის სახლში ქურდობის მიზნით შევიდა, დეიდამისმა დაინახა და წინააღმდეგობა გაუწია.
„დეიდაჩემს ტელევიზორი გაუფუჭდა და სამი თვის პენსია წინასწარ გამოიტანა. ეს მეზობლებმაც იცოდნენ და როგორც ჩანს, მის ყურამდეც მივიდა. პენსიის წაღება უნდოდა ალბათ, მაგრამ თინა დეიდას დაუნახავს და წინააღმდეგობა გაუწევია. ჩვენებაში ამბობს, რომ ქურდობის მოტივით მის სახლში არაერთხელ შეპარულა და მოუპარავს რაღაცები. ამჯერად კი ვერაფრის წაღება მოასწრო.
სკამი ჩაურტყამს და ისე მოუკლავს. მერე გვამი გაათრია მარანში, ქვევრში ჩააგდო და ზედ მიწა მიაყარა. ალბათ, ფიქრობდა, ვერავინ იპოვისო, მაგრამ რამდენიმე დღეში დააკავეს. მადლობელი ვარ გამოძიების, თავი არ დაზოგეს, ძალიან კარგად იმუშავეს. მეც და მთელი სოფელი მოვითხოვთ, რომ მკვლელი სასტიკად დაისაჯოს“,- განაცხადა გარდაცვლილის დისშვილმა.
გამოცემასთან საუბრისას, მან გარდაცვლილზე სექსუალური ძალადობის მცდელობა კატეგორიულად უარყო.
„მსგავსი არაფერი ყოფილა. ექსპერტებმაც ნახეს ცხედარი და არ დადასტურდა. მკვლელობის მოტივი იყო ქურდობა. თითონაც აღიარებს ამას. ამბობს არ მინდოდა მოკვლა, შემომაკვდაო“, – აღნიშნა გამოცემასთან თამარ გვერდელაშვილმა.