პოლონეთმა ქვეყნის უსაფრთხოების დონე მაქსიმუმამდე გაზარდა

  12:25:59     10-08-2016

პოლონეთმა ქვეყნის უსაფრთხოების დონე მაქსიმუმამდე გაზარდა.

ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა ქშიშტოფ სჟერსკისკმა ისაუბრა.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი ნატო-ს ჭრილში ქვეყნის უსაფრთხოების გაზრისთვის გარდამტეხი იყო.
შეგახსენებთ, ივლისში ვარშავამ ნატო-ს სამიტს უმასპინძლა, სადაც ალიანსის ახალი სტრატეგიის შესახებ გახდა ცნობილი.

ალიანსის ლიდერების გადაწყვეტილებით აღმოსავლეთ ევროპაში, ბალტიისპირეთსა და პოლონეთში თავდაცვისუნარიანობა უნდა გაძლიერდეს რუსეთის მზარდი აგრესიის გამო.

სტრატეგიის თანნახმად, ნატო პოლონეთში ოთხ ბატალიონს განათავსებს.

„ეს ის მომენტია, როდესაც საკითხი, იმის შესახებ თუ როგორ იქნებოდა ნატოს ყოფნა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში წარმოდგენილი – და… თუ ის პოლონეთში განთავსდებოდა – სასწორზე იდგა“ – განაცხადა სჟერსკიმ.