საზარელი შემთხვევა კახეთში - გაუჩინარებული ქალი ქვევრში დამარხული იპოვეს
12:09:21     10-08-2016
ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში თინათინ ხ.-შვილი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი, საკუთარი სახლის მარანში ქვევრში იყო დამარხული.
გუშინწინ შენიშნეს, რომ ქალბატონი არსად ჩანდა. სახლში ეძებდნენ და დღეს დილით მარანში, ქვევრში იპოვეს. ქვევრს საფარებელი ჰქონდა დაფარებული და მიწა ჰქონდა მიყრილი. სავარაუდოდ მოკლულია“, – ეს კომენტარი "კახეთის საინფორმაციო ცენტრთან" გრემის თემში გამგებლის წარმომადგენელმა ზურაბ ლუარსაბიშვილმა გააკეთა.
ლუარსაბიშვილის ცნობითვე, ქალბატონი პენსიონერი იყო და მარტო ცხოვრობდა.
მომხდარზე გამოძიებას კახეთის პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.